ხაშური-სურამის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშური-სურამის გზის მონაკვეთზე.ავტოავარიის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი. ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები