რა მოუწოდა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თემაზე?!

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტს მოუწოდა, პროცესი აუჩქარებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს.

განვიხლეთ სახელწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნების პროცესი. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს იყოს აუჩქარებელი პროცესი, რომელიც გაიმართება კანონით გათვალისწინებული დროში, რომ ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. ყველა ეს თანამდებობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მონაცემთა დაცვა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სააგენტოების ხელმძღვანელები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მაღალ კვალიფიციურები და იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი,“ – განაცხადა ელჩმა მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი თემები