ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნას გამოაქვეყნებს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე კოლსილიუმის დასკვნა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

“სახალხო დამცველის კონსილიუმს, რამდენიმე დღის წინ მორიგი ვიზიტი ჰქონდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება. კონსილიუმი შეფასებებს და დასკვნას უახლოეს დღეებში თვითონ წარმოადგენს, რომელიც საჯაროდ გაკეთდება”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები