ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე კოლსილიუმის დასკვნა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
“სახალხო დამცველის კონსილიუმს, რამდენიმე დღის წინ მორიგი ვიზიტი ჰქონდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება. კონსილიუმი შეფასებებს და დასკვნას უახლოეს დღეებში თვითონ წარმოადგენს, რომელიც საჯაროდ გაკეთდება”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.