,,კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის.


მისი თქმით, ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“ .

„მე კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია „პეტრიოტის“ სისტემები, ის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ძალიან კარგი მოლაპარაკება და საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ, რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები