გაერომ 8 სახელმწიფოს ხმის უფლება შეუჩერა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და წევრ რვა სახელმწიფოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი  საბიუჯეტო დავალიანება გახდა.

დასჯილი ქვყნებია: ირანი, ვენესუელა, სუდანი, ანტიგუა და ბარბუდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, პაპუა-ახალი გვინეა და ვანუატუ.

აღნიშნულ ქვეყნებს პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად 18 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევთ, სუდანს – 300 000 დოლარის, ვენესუელას კი- 40 მილიონი დოლარის.

 

მსგავსი თემები