ხვალ რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში ხვალ, 14 ნოემბერს, მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მოძრაობა 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შეზღუდული.  

“სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა”,- წერია განცხადებაში. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის კოორდინაციითა და ზედამხედველობით განხორციელდება.

მსგავსი თემები