“ღრმად ვართ შეშფოთებული საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო” – ელიზაბეთ რუდი

“ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან”, – ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

რუდის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადმოწეული ხაზი, ჟენევის ფორმატზე აუცილებლად უნდა იყოს განხილვის თემა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ გაუარესებულ მდგომარეობაზე საოკუპაციო ხაზთან. ვფიქრობთ, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, რათა ეს საკითხები მოგვარდეს.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მსგავსი თემები