“სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ” – სოფო კილაძე

  •  

“სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ” , – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

სოფო კილაძემ წლის შეჯამებისას კომიტეტის მეირ გაწეული საზედამხედველო საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ ვმუშაობთ სოციალური მუშაკის იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, რომელი ცვლილებებიც 2018 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ადამიანთა უფლებების კომიტეტის ინიციატივით. სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ. ვამატებთ სულ მცირე 200 სოციალურ მუშაკს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებშიც. ასევე, სოციალური მუშაკის ინსტიტუტი გვექნება 2020 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომიტეტმა ჩატარებული 33 სხდომიდან 459 კანონპროექტი განიხილა, საიდანაც 205-ზე კრიტიკული შენიშვნა ჰქონდა.

მსგავსი თემები