სვანეთში თოვლი მოვიდა

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა.

საქართველოში ამინდი უარესდება. დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდები.

უამინდობამ დედაქალაქში უკვე შექმნა პრობლემები. თბილისსა და რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.

მსგავსი თემები