ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ეს უკვე კოვიდ19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.
საუბარია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 86 წლის ქალზე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
რამდენიმე დღის წინ, კოვიდინფექციით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.