რა შემთხვევაში შეძლებენ აგრარული ბაზრები მუშაობას – მინისტრის განმარტება

  •  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ მათი ფუნქციონირება ძირითადად შეზღუდული იქნება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„გადაწყვეტილება იყო მიღებული მათ შორის თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდებოდა მყისიერად იმ რისკებს, რომელიც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, რათა სწრაფად ჩატარებულიყო სადეზინფექციო სამუშაოები.  თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ ისინი ფუნქციონირებას ძირითადად საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტში“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები