“თუ ფქვილის გაძვირების წინაპირობა არ იქნება, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს” – მინისტრი

“თუ ფქვილის გაძვირების წინაპირობა არ იქნება, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ხორბალი შედის იმ ძირითად პროდუქტებში, რომელზე ფასის მატებაც მთავრობას დაზღვეული აქვს.

“როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს გულისხმობს საგანგებო უფლებებს კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ, მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, რადგან ამას ობიექტური წინაპირობა უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის გარკვეული მერყეობა და გარკვეული ზრდა, იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. ეს არის დროებითი მოვლენა ერთის მხრივ და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც რამდენიმე პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ანუ, ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები