საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 4 ივნისს დაიწყება

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.

დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დიპლომატების წინაშე 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

მსგავსი თემები