ლიონელ მესი XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

21 – ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა. ცნობილმა პორტალმა „გოლმა“ (Goal) ჩაატარა მასობრივი გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის, რომლის მიზანი იყო XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა. ხმი მიცემა რამდენიმე ეტაპად, ოლიმპიური სისტემით მიდიოდა.

ფინალში გავიდნენ „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი და „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. არგენტინელმა ხმების 56 პროცენტი მიიღო და გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე მესიმ დაამარცხა ნეიმარი და რონალდო, კრიშტიანო რონალდომ კი აჯობა ანდრეს ინიესტასა და რონალდინიოს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. 

მსგავსი თემები