საკეისრო კვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველაზე მაღალია – სანქციები კლინიკებს

„საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, სამშობიარო კლინიკებს დიდი თანხით აჯარიმებენ ან საერთოდ იხურება. მნიშვნელოვანია, საკეისრო კვეთის რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი შემცირდეს, მაგრამ არა იმ კანონით, რომლეიც 2016 წელს იქნა მიღებული“ – აღნიშნული განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ორგანიზაციის სტატისტიკით, საკეისრო კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთშია.

„საქართველოში საკეისრო კვეთის კატასტროფული მატება გვაქვს. არადა, 2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციტივით, პარლამენტმა აკრძალვა მიიღო, რომლითაც კლინიკები იზღუდებიან და თუ საკეისრო კვეთა 40% ცდება, ისინი ჯარიმდებიან. ჯარიმების ოდენობა კი იმდენად მაღალია, სამშობიარო სახლები იხურება კიდეც. თუ სასიცოცხლო ჩვენებით, ორსულს სჭირდება, რომ მშობიარობა დასრულდეს საკეისრო კვეთის ოპერაციით, მაგრამ ვერ მოხდა 40%-იან ზღვარში და 41%-ში გადავა, ამ შემთხვევაში, კლინიკა და ექიმი ჯარიმდება. როდესაც კლინიკას აჯარიმებენ, კლინიკა და ექიმი ერთად იხდიან ამ ჯარიმას” – აცხადებს სალომე ლოლუა.

მისივე ინფორმაციით, თუ კლინიკა 1%-ით გადააჭარბებს საკეისრო კვეთების ზღვარს, ის ამ პროცენტების შესაბამისად კი არ ჯარიმდება, კოლოსარულ სანქციებს უწესებენ.

„კლინიკაში 41% რომ იყოს საკეისრო კვეთის რაოდენობა, კლინიკა ჯარიმდება არა გადაცილებული 1%-ით, არამედ, მთლიანად 41% – ით. რა რაოდენობის საკეისრო კვეთის ოპერაციებიც შედის ამ 41%-ში ამრავლებენ 300 ლარზე და დაჯარიმებული კლინიკების თანხები არის კოლოსალური. იწყება 40 ათასი ლარიდან 340 ათას ლარამდე ადის. ამან გამოიწვია მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა. არის მრავალი კლინიკა, რომლებიც დაჯარიმებული არიან და იხდიან. ამ დახურვით მრავალი ექიმი დარჩა სამსახურის გარეშე და უხელფასოდ“ – აღნიშნა უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავაში“.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით არსებულ სტატისტიკას, ფეხმძიმე ქალები ბუნებრივ მშობიარობაზე უარს ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთში ამბობენ. რაც შეეხება საკეისრო კვეთების მხრივ რეგიონების მასშტაბით არსებულ სტატსტიკას, მაჩვენებელი შემდეგია: სამეგრელო-ზემო სვანეთი 51%; იმერეთი – 41%; აჭარა – 40%; თბილისი – 37%; კახეთი – 38,5%.

მსგავსი თემები