რა წერია რეზოლუციაში – “ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ?!“

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დღეს მიიღო. რეზოლუციის სახელწოდებაა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ და ის საქართველოს მიმართ რუსეტის აგრესიას უკავშირდება.

რეზოლუციის დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მტკიცედ უჭერს მხარს და აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლისთავზე, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის დარღვევას.

ევროკავშირი არ სცნობს 2016 და 2017 წლებში საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს.

„რუსეთი მუდმივად აძლიერებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო  ძალის ყოფნას, ახალი ბაზების მშენებლობის, ახალი აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის შემოყვანისა და სამხედრო წვრთნების ჩატარებით; რუსეთი განაგრძობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას და უარს ამბობს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე. რუსეთი ახდენს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლირებას დამატებითი გამშვები პუნქტების დახურვით, ფიზიკური ბარიერების აგებით ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და ქართული კულტურის აღმოფხვრის კამპანიის გატარებით. ეს ხაზი ნელა, მაგრამ მუდმივად გადაადგილდება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესის ფარგლებში, ზოგიერთ ადგილას კი უახლოვდება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიც არის ავტომაგისტრალი და გაზსადენი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მსგავსი თემები