,,უკრაინის მიზანი ამ ომში არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით,  მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკეებბი არ მიმდინარეობს. საგარეო უწყების ხელმძვანელი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე, რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს.

,,უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ეს არის ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი მოლაპარაკებებზე. ამჟამად არ მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განგრძობითი აგრესიის გამო,”- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები