რა წერია რეზოლუციაში – “ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ?!“

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დღეს მიიღო. რეზოლუციის სახელწოდებაა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ და ის საქართველოს მიმართ რუსეტის აგრესიას უკავშირდება. რეზოლუციის დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მტკიცედ უჭერს მხარს და აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლისთავზე, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის დარღვევას. ევროკავშირი არ სცნობს 2016 და 2017 წლებში საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნებს და…

მეტი...