საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ უნდა გაქრეს ევროპული ქვეყნების დღის წესრიგიდან – თამარ ჩუგოშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას -“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს. ​თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა ადასტურებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთხმად უჭერენ მხარს. მისივე თქმით, ათი წლისთავი სრულდება 2008 წლის ომიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებს მუდმივად ჰქონდეთ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ეს საკითხი არ ჩაიკარგოს სხვა პრობლემებს შორის, არ გაქრეს დღის წესრიგიდან. „ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული…

მეტი...

ევროპარლამენტის რეზოლუცია „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიასაც“ ეხება

რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს მიიღო, რუსეთთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია და რუსეთის პოლიტიკის შედეგად მოკლულ საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. ​რეზოლუციაში საუბარია არჩილ ტატუნაშვილზე, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულზე. „ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული მოკლეს, რაც სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უხეში ქმედებების შედეგია… სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონფლიქტისას ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო“, – ვკითხულობთ რეზოლუციაში. ევროპარლამენტი ყველა წევრ სახელმწიფოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ევროსაბჭოს სანქციების „შავ სიას“ ის ადამიანები დაემატოს, ვინც ჩაერთვება „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიას“ მომავალში დაემატება. ვროპარლამენტი ასევე მოითხოვს,…

მეტი...

რა წერია რეზოლუციაში – “ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ?!“

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დღეს მიიღო. რეზოლუციის სახელწოდებაა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ და ის საქართველოს მიმართ რუსეტის აგრესიას უკავშირდება. რეზოლუციის დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მტკიცედ უჭერს მხარს და აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლისთავზე, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის დარღვევას. ევროკავშირი არ სცნობს 2016 და 2017 წლებში საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნებს და…

მეტი...