„ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი… შარაძის მკვლელობის საქმეც მალე გაიხსნება“ – კარლო კოპალიანი

„ვფიქრობ, ირაკლი შოთაძე ზუსტად იმას გააგრძელებს, რასაც პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით აკეთებდა, რომ პროკურატურა იყოს არა ‘ბუა” და სადამსჯელო ორგანო, არამედ სისტემა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, დანაშაულს იძიებენ და კანონსა და წესს  მიყვებიან“ –  ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ მთავარი პროკურორობის კანდიდატზე საუბრისას გააკეთა.

კარლო კოპალიანმა ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დროს გახსნილი სს საქმეებიც ჩამოთვალა და განაცხადა რომ გურამ შარაძის საქმეც მალე გაიხსნება.

„თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, შოთაძის პროკურატურა იქნება ზუსტად ის პროკურატურა. რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ დაამტკიცებს ამ დანაშაულს და დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, პასუხს აგებს. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტულად რატომ ვუჭერ მხარს შოთაძეს, გეტყვით, რომ მისი პროკურორობით, პროკურატურამ შეძლო გამოეძიებინა ის საქმეები, რომლებიც თაროზე იყო შემოდებული. მაგალითად გირგვლიანის საქმე, რობაქიძის საქმე, ვაზაგაშვილის საქმე და კიდევ სხვა საქმეები. ძალიან მალე გამოიძიებენ გურამ შარაძის მკვლელობის საქმესაც. ანუ, ეს ის საქმეებია, რომელიც გამოძიება „იმ“ ხელისუფლების პირობებში  არ მოხდებოდა“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

რაც შეეხება დავით სარალიძის როგორც  კარლო კოპალიანმა განაცხადა, მან გადადგომით ზნეობა და ადამიანობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

„სარალიძის მკვლელობის საქმეს  რაც შეეხება, ირაკლი შოთაძემ თავისი ადამიანობა, ზნეობა და კაცობა იმაშიც აჩვენა,  რომ გადადგა თანამდებობიდან. შეიძლება, არაფერ შუაში იყო, მაგრამ, გადადგა.  ასეთი ზნეობრივად ამაღლებული კაცი მინდა მთავარ პროკურორად, ეს არ მიანიშნებს მის ჰუმანურობას, ზნეობრიობა და  დიდ ადამიანობას?“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები