ე.წ. შემოდგომის ვირუსები – მიმდინარე კვირას „ადენო“ და „რინო ვირუსები“ ცირკულირებს – რჩევები მოსახლეობას

„შემოდგომის ვირუსებთან“ დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელია პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ძირითადად 2 ტიპის ვირუსია გავრცელებული.

„ვირუსები ყოველთვისაა, მათ შორის,  ზაფხულშიც. შემოდგომაზე კი, ცივი ამინდის კვალობაზე, ვირუსების შემთხვევები იმატებს. მზე რომ  მიიმალება ვირუსები გააქტიურდება,  მზე რომ  გამოვა, ვირუსები დაიმალება. მზის პირდაპირი სხივები ყველა ვირუსს კლავს წუთებში. მაშინ, როცა სიცივეა და ყინავს, ვირუსები ზედაპირზე 7 საათამდე ძლებს. დახურულ სივრცეში, რაც უფრო მეტი ადამიანია, რისკი გაცილებით მეტია, რომ ყველა დავირუსდეს“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გავრცელებულ ვირუსებს განსაკუთრებული ყურადღება არ სჭირდება.

„გასულ კვირაა „ადენო“ და „რინო ვირუსები“ ცირკულირებდა. ამ ვირუსებზე სპეციფიკური მკურნალობა არ არის საჭირო. თუ ადამიანს დიდი რაოდენობით სურდო  აქვს, ეს „რინო ვირუსია“, თუ თვალების კონიუქტივიტია, მაშინ,  „ადენო ვირუსია“. ორივე გაციების ვირუსებია და ორივე შემთხვევაში,  ავადმყოფი უნდა იყოს სახლში. დაავადებას ავრცელებენ ისინი, ვინც არ რჩებიან სახლში. ბავშვი არ უნდა იყოს ბაღში, სკოლაში და დიდი არ უნდა იყოს სამსახურში. ასევე, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. ორივე ვირუსს ახასიათებს ცხელება, სურდო, თვალების აცრემლება, ყელის ტკივილი“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები