“უწიგნური ბავშვის მკვლელობა” – მასწავლებელი გიორგი შაქარაშვილზე

გუშინ, გვიან ღამით, ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემის მსვლელობის დროს, ერთ – ერთი პედაგოგის , ლია ჩხენკელის კომენტარი საზოგადოების გაღიზიანების და აღშფოთების მიზეზი გახდა: “ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით,“ – ეს იყო კომენტარი, რომელიც პედაგოგმა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით დაწერა. ჩხენკელის ფეისბუქის პირად გვერდზე მოქალაქეები აურყოფით ემოციებს მთელი ღამის განმავლობაში გამოხატავდნენ, სადაც მას ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ:

„დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის ამ ეტაპზე პედაგოგი, და არ უქმნის საფრთხეს მომავალ თაობას“.

„სულ უნდა გაყურებინოს კაცმა გიორგის და მისი გამწარებული ოჯახის სურათებს“, – უწერენ კომენტარებში ლია ჩხენკელს.

ჩხენკელმა ფეისბუქის პროფილიდან საკუთარი ფოტოები აიღო და დაახლოებით ერთი საათის წინ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხასიათის შეცდომა დაუშვა:

„ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათელი ჩანს ყველა ჩემს კომენტარებში ასე , რომ მე დავდე პოსტი გამგები გაიგებს მეტი რა გავაკეთო კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს,“ – წერს ჩხენკელი.

.შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი თემები