„კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს” – გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში.

„კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ, საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის. “, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები