„არაფერი გვეშლება, ჩემპიონებიც გვყავს და 3 კაცი დაანგრევს სუყველას“ – კარლო კოპალიანი ოპოზიციას

„მაგათ ხომ არ დავემსგავსებით, თორემ, მსოფლიო ჩემპიონებიც გვყავს პარლამენტში, ჭკვიანად იყვნენ“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ოპოზიციას გააფრთხილა.

„მეშვიდე მოწვევის პარლამენტში განსხვავებულ აზრს რომ ამბობდნენ, ეს ბატონები მუშტი-კრივით უმასპინძლდებოდნენ. გახსოვთ მეექვსე მოწვევის პარლამენტშიც მერხებზე რომ დარბოდნენ, გახსოვთ კაკო ბობოხიძემ პეტრე მამრაძე რომ სცემა. ჩვენ ანალოგიურად ვერ ვიზამთ. არაფერი გვეშლება და ჩემპიონებიც ბევრი გვყავს პარლამენტში,  3 კაცი დაანგრევს სუყველას, მაგრამ, მაგათ ხომ არ დავემსგავსებით. ღმერთმა დაგვიფაროს, კაკო ბობოხიძესავით მუშტები ვიქნიოთ პარლამენტში, თუმცა, ჭკვიანად იყვნენ და ხალხის მოთმინებას ნუ ცდიან“ – განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები