„ჩვენ არავინ მოგვიტყუებია, რამე მემორანდუმი გავუფორმეთ ოპოზიციას თუ ხელი მოვუწერეთ რამეზე“ – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ მათ არავინ მოუტყუებიათ და არავისთვის არანაირი პირობა მიუციათ.

„რატომ ატყუებენ ქართულ საზოგადობას, არ იმსახურებს ქართველი ერი ასეთ ტყუილებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არ დაუჯეროთ ჩემო მეგობრებო იმ ადამიანებს ვინც ტყუილში გაცხოვრებთ“ – ეს განცხადება ოპოზიციური საპარლამენტო სუბიექტების მისამართით დეპუტატმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

კითხვაზე, ოპოზიცია აქ რომ ყოფილიყო ტყუილში პირიქით, თქვენ დაგადანაშაულებდათ, კოპალიანმა უპასუხა, რომ მათ არავინ მოუტყუებიათ.

„მე არავინ მომიტყუებია. ჩვენ სადმე დავსხედით მაგიდასთან ოპოზიციასთან ერთად  და ვთქვით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემით ჩავატარებდით არჩევნებს? ჩვენ დავპირდით ოპოზიციას? არ დავპირებივართ. სადმე მემორანდუმი გავაფორმეთ, ხელი მოუწერეთ თუ რა? არავის არაფერს დავპირებივართ. რაც შეეხება საზოგადოებას და ხალხს, თუ ჩვენ ისინი მოვატყუეთ, 2020-ისთვის გამოგვიტანს განაჩენს.    ჩვენ არავისთვის პირობა არ მიგვიცია და არც არავინ მოგვიტყუებია“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები