“ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს” – ადამ კინზინგერი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ტვიტერზე გამოვლენილი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ კვლევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ქმნის ქაოსს პირადი სარგებლისთვის,” – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის კვლევის თანახმად, ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკების შემდეგ ქსელში ანტიდასავლურად განწყობილი საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა.

მსგავსი თემები