ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ტვიტერზე გამოვლენილი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ კვლევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ქმნის ქაოსს პირადი სარგებლისთვის,” – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის კვლევის თანახმად, ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკების შემდეგ ქსელში ანტიდასავლურად განწყობილი საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა.