საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 1003 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია მთავრობის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულთა, რიცხვი 3-ით გაიზარდა და 873-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.