შსს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ სასჯელს ამკაცრებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ, საჯელს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია:

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის (მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის) წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულის გარდა, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ როგორც ძალადობრივი, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მეტი კოორდინაციისაკენ მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წევრს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “შსს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ სასჯელს ამკაცრებს”

  1. suba suba

    KOk9Tf Pretty! This has been an incredibly wonderful post. Thanks for supplying this information.

  2. What’s up to all, the contents present at this site are genuinely amazing for people knowledge, well, keep up
    the nice work fellows.

  3. Ahaa, its nice dialogue concerning this piece of
    writing here at this web site, I have read all that, so at this time me also
    commenting at this place.

  4. Hey I know this is off topic but I was wondering if you knew of any widgets I could add to my blog that automatically tweet my newest
    twitter updates. I’ve been looking for a plug-in like this for quite some
    time and was hoping maybe you would have some experience with something like this.
    Please let me know if you run into anything. I truly enjoy reading your blog and I look forward to your new updates.

  5. Definitely consider that that you said. Your favorite reason appeared to be
    on the net the easiest factor to keep in mind of.

    I say to you, I certainly get annoyed at the same time as people think about worries that they just do not know about.
    You managed to hit the nail upon the top and defined out the whole thing
    without having side effect , people can take a signal.
    Will likely be again to get more. Thanks