,,ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს და სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდეს.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა, კულტურის სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება.

მისივე განმარტებით, სამინისტროების გაერთიანებამ  ე.წ. ოპტიმიზაციის სახელით გამოიწვია სისტემაში საკადრო წმენდა, პროფესიონალი კადრების გაშვება და რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაც.

„ყურადსაღებია განცხადება, რომელიც გუშინ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება.

სამინისტროების გაერთიანებამ გამოიწვია არათუ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სახსრების დარგობრივ პროგრამებზე გადანაწილება, არამედ, ე.წ. ოპტიმიზაციის სახელით, სისტემაში საკადრო წმენდა, პროფესიონალი კადრების გაშვება და, რიგ შემთხვევებში, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაც.

გართულდა კომუნიკაცია სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან, რაც აისახება მათი საქმიანობის ეფექტიანობაზე. სამინისტრო გაუქმდა და ქაღალდზე დარჩა საქართველოს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“. არსებულმა ვითარებამ საფრთხის ქვეშ დააყენა საერთაშორისო ვალდებულებების ვადების დაცვით შესრულება,” – განაცხადა მედეა მეტრეველმა

მედეა მეტრეველის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ქართული კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის არანაირი ხედვა, რაც საგანგაშო ფაქტია.

„არ არსებობს არანაირი სტრატეგია ამ სფეროს და მასში დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობების განვითარებისთვის. და ეს მაშინ, როდესაც ქართული კულტურა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია“ ,-  განაცხადა მედეა მეტრეველმა

მსგავსი თემები

One Thought to “,,ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს”

  1. Great looking site. Assume you did a lot of your very own html coding.|