“მიმართვას ვუერთდები, თუმცა ხელი არ მომიწერია” – დავით ოქიტაშვილი სამინისტროების გაყოფაზე

„მე წარმოვადგენ სახელმწიფოს სტრუქტურას, საქართველოს კულტურის პალატას და ჩემგან ამ მიმართვაზე ხელმოწერა იქნებოდა უხერხული,“- ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, თუ რატომ არ არის მისი ხელმოწერა გუშინ გავრცელებულ მიმართვაში, რაც ქართველმა ხელოვნების მოღვაწეებმა ქვეყნის პირველ პირებს გაუგზავნეს.

მისი თქმით, პირველივე დღიდან, როცა სამინისტროების გაერთიანება მოხდა, ის იყო წინააღმდეგი:

„ჩემი ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ მე ვემსახურები ქართულ კულტურას, წარმოვადგენ სახელმწიფოს სტრუქტურას, საქართველოს კულტურის პალატას და ჩემგან ეს იქნებოდა უხერხული, იმიტომ, რომ მე გამოვდიოდი მხარე, მაგრამ პირველივე დღიდან, როდესაც ეს გაერთიანება მოხდა, ვიყავი წინააღმდეგი, რადგან არ შეიძლება კულტურის სფერო გაერთიანებული იყოს ისეთ სამინისტროსთან, როგორიცაა განათლების სამინისტრო, რადგან განათლება ნებისმიერ ქვეყანაში არის პრიორიტეტი, და აქედან გამომდინარე, კულტურის ბევრი დარგი ზარადლდება”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნების მოღვაწეებმა წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება, კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%aa/
https://mcm.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98/?fbclid=IwAR1YrOXPfrBCWGe1MqmYuX01tK09I_C9m2kEwqu0tlyPA9UZ-13ft4U0xeA

მსგავსი თემები