ანესთეზიისას, 18 წლის გოგონას გული გაუჩერდა – კლინიკის განმარტება

ახალგაზრდა გოგონას, ცხვირის ძგიდის ოპერაციის დაწყებისას გული გაუჩერდა.  შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა. ოჯახი განმარტებებსა და დამნაშავეების უმძიმესი ფორმით დასჯას ითხოვს. კლინიკაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერს ეცადნენ, თუმცა, 18 წლის გოგონას ვერაფერი უშველეს.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს განმარტებით, ოპერაცია დაგეგმილი იყო და მის დაწყებამდე ყველა კვლევა ჰქონდა პაციენტს ჩატარებული.   

„როგორც კი ანესთეზია დაიწყო და პრეპარატი შეიყვანეს ორგანიზმში, მძიმე ანაფილაქსიური შოკი განვითარდა. პაციენტის მგდომარეობიდან გამოყვანას რამდენიმე საათი ვცდილობდით, თუმცა, ვერაფერი ვუშველეთ. წინასწარ იმისი თქმა, რომ შესაძლოა მსგავსი შოკი განვითარდეს, შეუძლებელია. რეანიმაცია 6 საათზე მეტ დროს გაგრძელდა, თუმცა, ორგანიზმა ვერ გაუძლო და გულის გაჩერება დაფიქსირდა“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ კლინიკაში.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში ექიმის მხრიდან დაუდევრობას ან გადაცდომას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ პაციენტის  გადასარჩენად  ყველაფერი გააკეთეს.

https://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98/

მსგავსი თემები