„ბეჟანიძე ძებნილი არ ყოფილა, საქართველოში ცხოვრობდა და ჩემი ხელით ჩავაბარე“ – ადვოკატი ხმაურიან შეწყალებაზე

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც იძებნებოდა და არც უცხოეთში ყოფილა მიმალვაში. როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, სამართალდამცველებს საკუთარი ხელით ჩააბარა.

„ეს ქმედება, მკვლელობის ფაქტი განხორციელებული იყო 2004 წელს. ტყუილია ის ინფორმაცია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 12 წელი ძებნილი იყო. ის ძებნილი არ ყოფილა. უბრალოდ, გამოძიებამ მის მიმართ არ მიმდინარეობდა, სისხლის სამართლის დევნა არ იყო დაწყებული. ის საქართველოში ცხოვრობდა. შემთხვევა მოხდა 2004 წელს და როგორც პროკურატურა ამბობს, გაიხსნა 2016 წელს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

იმის დასტურად, რომ მკვლელობისთვის გასამართლებული ქვეყნიდან არ გასულა, ადვოკატი ყველას ურჩევს, საზღვრის გადაკვეთის მონაცემები გადაამოწმოს.

„შეგიძლია. საზღვრის კვეთები გადაამოწმოთ. ის იმყოფებოდა საქართველოში და ახლაც აქ იმყოფება. ის არ აპირებს დამალვას. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  იმყოფებოდა თავისუფლებაში და უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა, მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პროცესებს ვერ დაეწყო. დაგიდასტურებთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ორი დღის შემდეგ, საკუთარი ხელით ჩავაბარე პოლიციას, იმიტომ რომ, არავისგან მიმალვას  ვაპირებდით არც მაშინ და არც ახლა“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9f%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1/

მსგავსი თემები