„N 51 – ე სკოლის დირექტორი უნდა გადამდგარიყო“  – რამ აიძულა დირექტორი  ალაპარაკებულიყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიაჩნიათ, რომ თბილისის, N51-ე სკოლის დირექტორს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინიმუმ  მორალური პასუხისმგებლობა  უნდა ეუღო და თანამდებობიდან გადამდგარიყო.  აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი იცავს შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უფლებებს სასამართლოში. როგორც მედიაცენტრ „მთავარს“  ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა, დღემდე არ არის შესწავლილი  რა უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას.  „მომხდარ მკვლელობას 51-ე სკოლაში წინ რა უძღოდა, რა დაპირისპირება არსებობდა, დღემდე შესწავლილი არ არის. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა  სკოლის ადმინისტრაციამ და განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს. აუცილებლად  შესასწავლია სკოლაში არსებული ვითარება. კერძოდ, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებასა და ბულინგს სისტემური…

მეტი...