ნარიყალას ფერდობი დასუფთავდა და რუსთაველის გამზირი მოირეცხა

  შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ზონა დაასუფთავეს. დასუფთავდა და ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა ნარიყალა, ლეღვთახევი, აბანოთუბანი და მიმდებარე ტერიტორია. მოირეცხა რუსთაველის გამზირი. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებებს, ე.წ. „შაბათობებს“ქალაქის სხვადასხვა რაიონში პერმანენტულად ატარებენ. ღონისძიებების ფარგლებში ტურისტული ზონები, ფერდობები და ხევები სუფთავდება.                                              

მეტი...

 თბილისისა და მის შემოგარენში მცენარეები შეიწამლა 

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისისა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარული კვლევა და მავნე ნივთიერებების შესწავლა განხორციელდა. კვლევის შედეგად, ხე-მცენარეებს დაავადებები გამოუვლინდათ. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ხე-მცენარეების მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები (წამლობა) უკვე განხორციელდა ვაკის პარკში, 9 აპრილის პარკში, რიყის პარკში, ვ. გოძიაშვილის პარკში, დიღმის ტყე-პარკში, ბარათაშვილის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე, პაიჭაძის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ლისის ტბის მიმდებარე კვაჭაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე, კუს ტბის ასასვლელში და ტბის გარშემო ტერიტორიაზე, ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე. სულ შეიწამლა 18 413 ძირი, სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.…

მეტი...

ე.წ. კიკვიძის პარკში ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვა დაიწყო 

​თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ჰიდრო თესვის პრინციპით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის დათესვა დაიწყო. პარკში ასევე, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გარემოს საქალაქო სამსახურში განუცხადეს, წლის ბოლომდე თბილისში ბალახი ჰიდრო თესვის პრინციპით 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება. ბალახი უკვე დაითესა 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ვაკის პარკში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 9 აპრილის ბაღში და 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ვერის ბაღში.

მეტი...

​თბილისის ბიომრავალფეროვნება – ფოტოკოლაჟი  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა თბილისის ბიომრავალფეროვნების შესწავლა პროექტ “ბიომრავალფეროვანი თბილისის” ფარგლებში. როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ექსკურსიების დროს აღმოაჩინეს უამრავი მცენარის, ფრინველის, მწერის, ამფიბიის და ქვეწარმავლის სახეობა, რომელთა არსებობას მოქალაქეები აქამდე ვერ ამჩნევდნენ. “გვიხარია, რომ პროექტით დაინტერესდნენ მოქალაქეები და გამოცდილი ექსპერტების წყალობით ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება უფრო ახლოს და ღრმად გაეცნოთ თბილისის ველური ბუნება”, – აცხადებენ მერიის სამსახურში.                                                              …

მეტი...

შარტავას ქუჩაზე 150 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგო და მცენარეებით ცოცხალი ღობე მოეწყო  

თბილისის საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შეემატა. შარტავას ქუჩის N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და 150 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგო. 1000-მდე ძირი მცენარით მოეწყო ცოცხალი ღობე. ​განახლდა სკვერის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბავშვო-გასართობი მოედანი.  მოეწყო ფიტნეს ზონა და სასეირნო ბილიკები. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გამგეობაში განუცხადეს, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სკვერში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და…

მეტი...

ივნისის დასაწყისიდან დღემდე თბილისში 82​ ქვეწარმავალი დაიჭირეს

​ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად დედაქალაქში გახშირდა ქვეწარმავლებთან დაკავშირებული გამოძახებები. “112”- ში დღეში საშუალოდ 6-დან 20-მდე ზარი შედის. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში 140 ქვეწარმავალი დაიჭირეს, ივნისის დასაწყისიდან დღემდე კი – 82. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელმა, შოთა ზანდუკელმა მედიაცენტრ  “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ თბილისში ქვეწარმავლების რიცხოვნობა მომატებულია, შესაბამისად პანიკა უსაფუძვლოა. მისივე ინფორმაციით, ქვეწარმავლებს არ ახასიათებთ მომენტალური გამრავლება და შემოსევის მსგავსი ქმედება.  გამოძახებები ძირითადად ხშირია თბილისის გარეუბნებში, რომელსაც აქვს კავშირი ბუნებრივ არეალთან, იქ ქვეწარმავლების გადაადგილება  და  ადამიანებთან კონტაქტი უფრო ხშირია, შესაბამისად გამოძახებები ოდნავ მეტია…

მეტი...

მოვერიდოთ მწერებს, დავიცვათ ჰიგიენა – პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონზე დაავადებების რისკის შესახებ

სსიპ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის” ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად მოსახლეობას ურჩევს დაიცვან ჰიგიენა, განსაკუთრებით ბუნებაში “პიკნიკზე” გასვლისას, რადგან არსებული პერიოდი არის ტკიპების გააქტიურების სეზონი და კბენის რისკი მაღალია. როგორც მედიაცენტრს “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, ზაფხულის სეზონზე მაღალია დაავადებათა მაჩვენებელი, რომლის 25% ვრცელდება დაუბანელი ხელით. ამას ემატება პროდუქტების არასათანადო შენახვა, მაცივრის გარეშე დარჩენილ სალათებსა და რძის პროდუქტებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან. ​პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, სალათის ან რძის პროდუქტების მოთხოვნისას დაინტერესდნენ, ისინი არის თუ არა მაცივარში ნამყოფი, ხოლო ბუნებაში გასვლის მოყვარულებს ურჩევს, სხეულზე წაისვან მკბენარისგან დამცავი…

მეტი...

ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ეკოომბუდსმენი იზრუნებს

პარლამენტში სამთავრობო პროგრამის – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარდგენისას პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ახალი ინსტიტუტის შემორების ინიციატივა დაანონსა. ეს არის ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც  ქვეყანაში ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნებს. “შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოზიცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ, როცა გვაქვს ასეთი კარგი წინაპირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობების წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური…

მეტი...

ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოში ამერიკელი ენტიმოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP -ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი იმყოფება. იგი აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის  მუშაობის სპეციფიკასა და მავნებლის მონიტორინგის სისტემას გაეცნო, რომლის მიხედვითაც მონაცემები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და იგეგმება წამლობა. როგორც “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის, გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი…

მეტი...

საშიში პროდუქტები, რომლის 80-90% დაბინძურებულია

ბაზრის დახლზე მოხვედრილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის თითქმის 90 %, კერძოდ ხილი და ბოსტნეული მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაზარი, რომელიც გაჯერებულია გლეხურ მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციებით, მომხმარებლისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. საუბარია იმ ნაყოფზე, რომელსაც უშუალოდ ნიადაგთან აქვს შეხება: მარწყვი, მწვანილი, ჭარხალი, სტაფილო, ასევე ვაშლი და ქლიავი, რომლებიც მიწაზე იყრება. ხათუნა ახალაია მომხმარებელს ურჩევს დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ბაზარში შეძენილი პროდუქტი 15-20 წუთის განმავლობაში გააჩერონ გამდინარე წყალში, მწვანილი 10-15 წუთის განმავლობაში ჩააწყონ სოდიან…

მეტი...

გლდანსა და ვარკეთილში სეტყვა მოვიდა

თბილისის რამდენიმე რაიონში მოსულ ძლიერ წვიმას დღეს სეტყვა მოჰყვა. სეტყვის შესახებ მედიაცენტრ “მთავარს” გლდანისა და ვარკეთილის მცხოვრებლებმა აცნობეს. ძლიერი წვიმის შედეგად კვლავ დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მეტროს ჩასასვლელთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც. ​როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, გლდანის მოსახლეობის მხრიდან გამოძახება ჯერჯერობით არ ყოფილა.

მეტი...

დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დუშეთიდან სულ შესულია 22 შეტყობინება და ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში.

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო  მოსახლეობას აფრთხილებს –  ღვარცოფის რისკი მაღალია

16-18 ივნისისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სულ მობილიზებას აცხადებს და მზადყოფნაშია. აღნიშნულის მიზეზი ღვარცოფების მაღალი რისკი და  ამინდის მოსალოდნელი გაუარესების დიდი საფრთხეა. ამ დროისთვის მაშველებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოუწიათ სამაშველო  ოპერაციოების ჩატარება. სოფელ ნასაკირალში ნაძვზს მეხს დაეცა და ცეცხლი გაჩნდა; ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა; მცხეთა-მთიანეთში ფშავის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე საათი შეზღუდული იყო სამანქანო მოძრაობა; ქვემო ქართლში, მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა;  დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია; ჩაიხერგა გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი; გურჯაანში დაიტბორა გამგეობის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი; „მოსალოდნელმა…

მეტი...

ავლაბარში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დაიდგმება

თბილისის ისნის რაიონში, კერძოდ ავლაბარში, წურწუმიას ქუჩის N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სკვერში 4 მემორიალი დაიდგმება, რომლებიც 2008 წლის, 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს მიეძღვნება. როგორც “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს,  პროექტი ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ – ნატომ. მათივე ინფორმაციით, რეაბლიტაციის ფარგლებში სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, გაკეთდება დეკორატიული ღობე, დაიდგმება საპარკე ფურნიტურა.  განთავსდება საბავშვო მოედანი და ატრაქციონები. სკვერის გამწვანების ნაწილში იგეგმება ნიადაგის ნოყიერი ნაზავის დაყრა, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება მცენარეები –  100 ძირი ეონიმუსი და 100 ძირი კოწახური. სამუშაოები, რომელსაც…

მეტი...

თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ყვითელი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსებია – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების გამონაბოლქვი ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია. დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მერია, ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, უახლოეს დღეებში, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას წარმოადგენს, რომლებიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლებას გულისხმობს. „ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა…

მეტი...

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვიდეოკონტროლი განხორციელდება

მცენარეთა კოლექციების დაცვისა და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხალხმრავალ ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დამონტაჟდა, პარალელურად კი, დრონის მეშვეობით ბაღის ტერიტორიის აერო-ფოტოდაკვირვება განხორციელდება. შესაბამისად, ​ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები. როგორც “მთავარს” ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადგილი აქვს  მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანებას. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე არაეთიკურ და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქცევას, რაც საჯარო სივრცეში დაუშვებელი და მიუღებელია. თითოეულ მსგავს შემთხვევაზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. მათივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი სეირნობს, დასასვენებლად მიდიან ოჯახები, ბავშვები და…

მეტი...

ვარაზისხევში ვერეს ხეობის მსგავსი სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს – კომპლექსური კვლევის შედეგები

​დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადებით, მდინარე ვარაზისხევის ადიდების შედეგად მის ხეობაში, შესაძლოა სტიქია ისეთივე სცენარით განვითარდეს, რაც 2015 წლის ივნისში, თბილისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაატყდა თავს.  სტიქიის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ნალექიც  და მიწისძვრაც. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძემ განაცხადა, დაუშვებელია მთის მდინარეების ჯებირებში მოქცევა და მის ხეობაში მშენებლობები. ვარაზისხევის ადიდების შედეგად საფრთხე უპირველესად ექმნება ჟვანიას ქუჩას, სადაც მთაწმინდის ფერდობი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად იჭრება და მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს.  ​​მისივე თქმით, მდინარე ვარაზისხევის დატბორვის არეალში უკვე გაცემულია მშენებლობების ნებართვები, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარჯზე კეთდება. “​ერთი ცხადად გავითავისოდ, მოსახლეობა…

მეტი...

თბილისის ბოტანიკურ ბაღში პლასტმასის ბოთლების შემგროვებელი ურნები განთავსდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პირველია, სადაც პლასტმასის ბოთლებისთვის სპეციალური ურნები განთავსდა. ბოტანიკურ ბაღში მისული დამთვალიერებელი პლასტმასის ბოთლებს ამიერიდან სპეციალურ ურნებში ჩაყრიან, შეგროვილი ბოთლები კი შემდგომი გადამუშავებისთვის შესაბამის კომპანიას გადაეცემა. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში დღეს აქცია სახელწოდებით „უთხარი პლასტმასს არა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეკოლოგიური კაბინეტის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქშოფი პლასტმასის ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების თემაზე. ასევე, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა თემატური ვიქტორინები და შემეცნებითი სახალისო თამაშები. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გიგა გიგაშვილის განცხადებით, ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორც თბილისს და ზოგადად ქვეყანას აწუხებს,…

მეტი...

ელექტროავტობუსების იმპორტი თუ ადგილობრივი წარმოება – თბილისის მერიის ინიციატივა პარლამენტს 

თბილისის მერია გამოდის ინიციატივით, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს და შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ასეთი ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად. “ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ. ​ ​მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ელექტროავტობუსების საქართველოში წარმოებას გეგმავს კომპანია „ფრეგობასი“, გერმანულ კომპანია EURABUS -თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად, სადაც…

მეტი...

ბოთლიყლაპია აპარატების იდეა პირველად თბილისში განხორციელდება  

თბილისის ქუჩებში ბოთლიყლაპია აპარატები განთავსდება. იდეა, რომელიც თბილისის მერიას მოქალაქემ მიაწოდა, მხარდაჭერილია. ​​როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს პროექტი თანხვედრაშია, თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებულ ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რასაც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. თავად პროექტი კი კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება. კალაძის ინფორმაციით, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი – ბოთლიყლაპია აპარატების იდეა, პროექტ “შენი იდეა თბილისის მერის” ფარგლებში, მოქალაქე კუკური ბარამიძემ წარადგინა. “დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ…

მეტი...

ვარაზისხევში მეწყრის საშიშროება არსებობს – სპეციალისტები მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ  

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა დასრულებულია. დასკვნის თანახმად, სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე მშენებლობები უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს. როგორც „მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც, არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. ხოლო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის, ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან. სპეციალისტების განმარტებით, მეწყერი შესაძლოა მიწისძვრამაც დაძრას. “გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ…

მეტი...