თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ყვითელი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსებია – კახა კალაძე

  •  

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების გამონაბოლქვი ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია. დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მერია, ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, უახლოეს დღეებში, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას წარმოადგენს, რომლებიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლებას გულისხმობს.

„ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი თემები