ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ეკოომბუდსმენი იზრუნებს

პარლამენტში სამთავრობო პროგრამის – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარდგენისას პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ახალი ინსტიტუტის შემორების ინიციატივა დაანონსა. ეს არის ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც  ქვეყანაში ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნებს.

“შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოზიცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ, როცა გვაქვს ასეთი კარგი წინაპირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობების წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები