თბილისისა და მის შემოგარენში მცენარეები შეიწამლა 

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისისა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარული კვლევა და მავნე ნივთიერებების შესწავლა განხორციელდა. კვლევის შედეგად, ხე-მცენარეებს დაავადებები გამოუვლინდათ.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ხე-მცენარეების მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები (წამლობა) უკვე განხორციელდა ვაკის პარკში, 9 აპრილის პარკში, რიყის პარკში, ვ. გოძიაშვილის პარკში, დიღმის ტყე-პარკში, ბარათაშვილის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე, პაიჭაძის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ლისის ტბის მიმდებარე კვაჭაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე, კუს ტბის ასასვლელში და ტბის გარშემო ტერიტორიაზე, ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე.

სულ შეიწამლა 18 413 ძირი, სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.

დიღმის ტყე-პარკში ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, ხე-მცენარეების შეწამვლა ორჯერ განხორციელდა. სულ შეიწამლა 8000 ხე-მცენარე.

ხე-მცენარეების წამლობა თბილისის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება.


 

 

 

მსგავსი თემები