„საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი“ -ქართველი ემიგრანტების აქცია  შვეიცარიაში

ქართველმა ემიგრანტებმა ე.წ „რუსული კანონი“ გააპროტესტეს ბერნში. ისინი ამბობენ, რომ საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი.

„ჩვენი ქვეყნის საელჩო მდებარეობს აქ, მინდა მივაწვდინო ჩვენი ხმა, საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. საქართველო არასდროს იქნება რუსეთის გუბერნია. თქვენ ვინც ბრძანდებით მანდ, თქვენც ქართველები ხართ, თქვენც პატრიოტები ხართ თქვენც უნდა დაიკავოთ სწორი პოზიცია, თქვენც უნდა ბრძანდებოდეთ ისტორიის სწორ მხარეს, რამეთუ ისტორია ყოველთვის გამოიტანს თავის განაჩენს და მერე თქვენს შვილებთან/შვილიშვილებთან არ შეგრცხვეთ,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი თემები