გლდანსა და ვარკეთილში სეტყვა მოვიდა

თბილისის რამდენიმე რაიონში მოსულ ძლიერ წვიმას დღეს სეტყვა მოჰყვა. სეტყვის შესახებ მედიაცენტრ “მთავარს” გლდანისა და ვარკეთილის მცხოვრებლებმა აცნობეს.

ძლიერი წვიმის შედეგად კვლავ დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მეტროს ჩასასვლელთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც.

​როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, გლდანის მოსახლეობის მხრიდან გამოძახება ჯერჯერობით არ ყოფილა.

მსგავსი თემები