„გოგოებსაც მოხვდათ ხელი“- ირაკლი კობახიძემ თსუ-ს შენობა დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ხმაურის ფონზე დატოვა. მიმდებარე ტერიტორია დატოვეს   “ქართული ოცნების” ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებმაც.

ცოტა ხნის წინ, თსუ-ს ეზოში ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგოებსაც.

„დაგეგმილი გვქონდა მშვიდობიანი პროტესტი, უბრალოდ უნდა ვმდგარიყავით. მოვიდნენ დაიწყეს პროვოკაციები, არავინ რომ არ ავყევით გადმოვიდნენ ხელის დარტყმაზე, გოგოებსაც მოხვდათ ხელი“- აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

 

თსუ-ს ეზოში სადაც სტუდენტები კობახიძეს ელოდებოდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მსგავსი თემები