ე.წ. კიკვიძის პარკში ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვა დაიწყო 

​თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ჰიდრო თესვის პრინციპით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის დათესვა დაიწყო. პარკში ასევე, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გარემოს საქალაქო სამსახურში განუცხადეს, წლის ბოლომდე თბილისში ბალახი ჰიდრო თესვის პრინციპით 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება. ბალახი უკვე დაითესა 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ვაკის პარკში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 9 აპრილის ბაღში და 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ვერის ბაღში.




მსგავსი თემები