ვის შეუწყდება წყლის მიწოდება?!

თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგება შეიზღუდა. წყლის მიწოდება შეუწყდებათ: სამგორის რაიონი,  26/01 16:15-დან  28/01/2024 02:00-მდე. ისნის რაიონი,  27/01 14:00-დან 28/01 02:00-მდე ისნის რაიონი,   27/01 15:45-დან 28/01 02:00-მდე  ჩუღურეთის რაიონი,   27/01 17:30-დან 28/01 02:00-მდე ნაძალადევის რაიონი, 27/01 18:15-დან 28/01 02:00-მდე დიდუბის რაიონი,   27/01 19:30-დან 28/01 08:00-მდე.

მეტი...

უამინდობა კახეთში – თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს

გადაუღებელი თოვის გამო, დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. მოძრაობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. უამინდობამ  პრობლემები შექმნა ენერგო მომარაგების კუთხითაც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეტი...

ხაშურში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდი და პატარა სატივეს (სოფლების) დამაკავშირებელ გზის ნაპირას [მიწის] მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა. “პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 30 დეკემბერს, 01:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის…

მეტი...

რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან  მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. 31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე),  ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება  ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.…

მეტი...

სენაკში მანქანამ ორი ადამიანი გაიტანა – შემზარავი ექსკლუზიური კადრები

სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოავარია მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ქუჩაში მიმავალ ორ ქვეით დაეჯახა. შუახნის ქალი და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილოზებულია სამარალდამცველები და შეკრებილია ადგილობრივი მოსახლეობა.

მეტი...

დუშეთში ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია

დუშეთში ძლიერმა ქარმა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წააქცია. დუშეთის მერის, მანანა ნარიმანიძის ინფორმაციით, საახალწლო ნაძვის ხე მნიშვნელოვნად დაზიანდა. ,,დუშეთში, ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაზიანდა. სამწუხაროდ უამინდობის გამო, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ წუთებში ადგილზე სათანადო ღონისძიებები ტარდება. მიუხედავად ძლიერი ქარისა, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად გვეხმარებიან, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ტერიტორია ამ დროისთვის უკვე სრულად გაწმენდილია . საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,”- წერს მანანა ნარიმანიძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

თავისუფლების მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება თავისუფლების მოედანი. შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა  და შალვა დადიანის ქუჩებიდან  ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში  ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე…

მეტი...

ძლიერი ქარი ფოთში – ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა 10-მდე მანქანა

ფოთში წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმაკოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ათამდე ავტომობილი. ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

შეკვეთილში, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა

შეკვეთილში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამ დროისათვის ტერიტორია გადაკეტილია, მოძრაობა კი შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გურიაtv

მეტი...

,,რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი, ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს”- ალექსანდრე სარიშვილი

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.  ჩამოშლილია მიწის მასები და შეინიშნება მეწყრული პროცესები. რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. „მდინარე სუფსამ დატოვა კალაპოტი. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი. 8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე წაღებულია. აქაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გვყავს გარესამყაროს მოწყვეტილი“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  

მეტი...

არქეოლოგებმა სამეგრელოში შუასაუკუნეების პერიოდის ეკლესია აღმოაჩინეს

სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, არქეოლოგიური გათხრებისას შუასაუკუნეების დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგების ყურადღება მიიქცია ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მანძილზე, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებულმა შემაღლებულმა ადგილმა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 500-550 მეტრის სიმაღლეზე. „რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ოდითგანვე იცოდა აქ არსებული გარკვეული ნაგებობების შესახებ, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შემონახული არ არის, თუ რა იყო აქ და რა დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. გარკვეული სამარხი აღმოჩენილი 2017 წელს, ხის მჭრელების მიერ, რაც გახდა ცნობილი პრესისთვის. მაშინ გამოაქვეყნეს შესაბამისი ინფორმაცია და უკვე დაინტერესდნენ მეცნიერები, დაათვალიერეს, შეადგინეს…

მეტი...

ძლიერი სეტყვა კახეთში – დაშავებულია ერთი ადამიანი

ძლიერი სეტყვა კახეთში – დაშავებულია ერთი ადამიანი. სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელიანიდან კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ სეტყვაში მოჰყვა. “ჩემი სხეულის ნაწილები როგორაა ეგ კიდე ცალკე”,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილიც.     წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

,,გეოლოგები მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, რომ არ მოხდეს წყლის შეგუბება”- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ. „ტექნიკა ისევ აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს. ორმეთში ხიდი იყო დაზიანებული და დღეს მოხდება მისი აღდგენა. ასევე მოხდება გზების გასწორება, რომ თავისუფლად შეძლონ მანქანებით გადაადგილება. ოზურგეთში, გვიან ღამით 186 აბონენტს წყალმომარაგება აღუდგა და ამ ეტაპზე ქალაქში სრულად აღდგენილია. 250-ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ გუშინ სურსათი და მედიკამენტები. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, შესაბამისი კომპანია მუშაობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 20 აბონენტამდეა დარჩენილი. გეოლოგები აქტიურად…

მეტი...

განხორციელდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება, მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება – სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით. ადმინისტრაციის ცნობით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია. „112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ…

მეტი...

,,რთული ვითარებაა ჩოჩხათის ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში”- მერაბ გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცახადებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. მისი თქმით,  დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. „მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. აქ არ არის წერტილოვან დაზიანებებზე საუბარი, ზოგ ადგილებში მილებია მოწყვეტილი. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია ოთხ სოფელს, თუმცა ამ შემთხვევაშიც დილიდან დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები დასუფთავების სამუშაოებთან ერთად, ვინაიდან წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. 10 000 აბონენტიდან 1 500-მდეა დარჩენილი მხოლოდ, ვისაც არ მიეწოდება. რთული ვითარებაა ჩოჩხათის ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში. კიდევ დამატებით 100 კაცამდეა, რომლებმაც საკუთარი…

მეტი...

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმენა გურიაში – დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმენა გურიაში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები, სავარგულები. სოციალურ ქსელ ფეისბუქის ჯგუფში  „ლანჩხუთი“ ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძლიერი წვიმისგან სახლები დაიტბორა.  

მეტი...

ძლიერი წვიმა ქობულეთში – სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები. ,,ქობულეთში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები,”- ნათქვამია ქობულეთის მერიის განცხადებაში.

მეტი...

მეტროშიც წვიმდა და წყალი ავტობუსშიც შევარდა

სტიქიამ და ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი სერიოზულად დააზიანა. დაიტბორა სახლები, გზები, მანქანები, სარდაფები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მოვარდნილი წყალი თითქმის ყველგან შევიდა. მათ შრის, წვიმდა მეტროს ვაგონშიც და წყალმა ატობუსიც კი დატბორა, სალონში კოჭებამდე წყალი იდგა. სტიზიის ზონაში თბილისის მერი იმყოფებოდა. ერთ-ერთი რთული მონაკეთი, სადაც მერი იმყოფებოდა, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ,  მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთია. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა. „ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ…

მეტი...

დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება – მესტიის მერია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ,,დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (იხ. ლინკი – bit.ly/3EgVcQc) და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ. ლინკი – http://mestia.gov.ge/ge/node/1841/). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ.…

მეტი...

კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს 13:00 საათზე გაიხსნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 13:00 საათიდან გაიხსნება. საბაგირო გზას გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება.  

მეტი...

დაბა სტეფანწმინდაში უხვმა ნალექმა რამდენიმე ოჯახს სახლის პირველი სართულები დაუზიანა

ყაზბეგის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით,  დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. „გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწო წვიმა, რამაც გამოწვია უხვი ნალექი ტალახის დიდი მასა. ჩვენ ადგილზე მოსულები ვიყავით, რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა სახლის პირველი სართულები. აგრეთვე გერგეთის უბანზე ადიდებულმა წყალმა, რომელიც სოფელში მოედინება, ცოტა საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ადგილზე მოვიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით მოხდა გაწმენდა. დილიდან მუშაობდნენ გეოლოგები, დღეს დილიდან ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღში დადებენ დასკვნას, იმის მიხედვით მოხდება სამუშაოები“, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მეტი...

მეწყრის შემდეგ მდინარის კალაპოტი 6-ჯერ გაიზარდა – ფოტო სატელიტიდან

სატელიტ Landsat 9-ის 27 ივლისის და 4 აგვისტოს გამოსახულებების მიხედვით სტიქია ჩაისახა შოვიდან უფრო შორს ვიდრე 7 კმ, მყინვარიდან მაქსიმუმ 1.5 კმ-ში. ადგილზე, რომელიც ღრუბლებს შორის ჩანს მდინარის კალაპოტის სიგანე 6-ჯერაა გაზრდილი, რაც უჩვეულოდ დიდი მოცულობის ნაკადის ჩავლას მიუთითებს. გართულების ერთ-ერთ ადგილად შოვიდან ორიოდ კილომეტრში არსებული მეწყრული ფერდებიც განიხილებოდა, თუმცა როგორც ჩანს პროცესები აუზის ბევრად ზედა ზონაში დაიწყო. სატელიტიდან მიღებული ინფორმაცია – როგორ ჩაისახა მეწყერი?!  

მეტი...

სატელიტიდან მიღებული ინფორმაცია – როგორ ჩაისახა მეწყერი?!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი მეწყრის წარმოშობასთან დაკავშრებით, სატელიტიდან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს. „ვერტმფრენის კადრების პარალელურად დაგვეწია დღეს შუადღის 12 საათის სატელიტური გამოსახულებაც, სადაც ჩანს რომ ბუბისწყლის სათავის ორი ტოტიდან სტიქიური პროცესები ჩაისახა აღმოსავლეთ ტოტზე“ – წერს სუხიშვილი.  

მეტი...

იმ კოტეჯში მუშაობდა, რომელსაც მეწყერმა გადაუარა

სოფო ბაკურაძე სტიქიის ზონაში ერთ-ერი დაკარგულია. ახალგაზრდა გოგო იმ 25 ადამიანს შორისაა, რომელიც ამ დრომდე იძებნება. სოფო სწორედ იმ კოტეჯში მუშაობდა, რომელიც მეწყერმა გაანადგურა. ოჯახის წევრები და ახლობლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და  ამ დრომდე ელოდებიან, რომ სოფო გამოჩნდება.

მეტი...

სტიქიის ზონაში დაკარგულებიდან ამ დრომდე არავინ უპოვნიათ

შოვში, სტიქიის ზონაში 25 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა. ციფრი 25 უცვლელია, ამ ეტაპისთვის დაკარგულებიდან  ვერავინ იპოვეს. დაკარგულთა ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ  მათი ოჯახის წევრები შესაძლოა ტყეს აფარებდნენ თავს, თუმცა, ამბობენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, გადარჩენა გაძნელდებოდა. ტალახის უზარმაზარი მასის გამო, მაშველებს ცოცხალი ძალით მუშაობა უჭირთ და კონკრეტულ წერტილებამდე ვერც მიდიან. ადგილზე მუშაობს ყველა  შესაძლო ტექნიკა, რომ შეძლებისდაგვარად გაიწმინდოს ტალახის მასა და მოხდეს მისასვლელი გზის გაკეთება. დაკარგულებს ძირითადად ვერტმფრენებიდან და დრონებით ეძებენ.

მეტი...

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები განახლდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დილიდან გრძელდება.  დღეს ღონისძიებებში  აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც მიიღებს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაკარგულ  25 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილია 11 ადამიანი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი – 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მეტი...

სამაშველო ღონისძიებები და გადარჩენილი ჩვილი

რაჭაში, კურორტ შოვში ვითარება უმძიმესია. სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან ჩვილი გამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში გადარჩენის სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მეწყერმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა.

მეტი...

„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია“ – მინისტრი

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო. იქ იმყოფებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა. „ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება“ –  აღნიშნა მინისტრმა ქარსელაძენ. შეგახსენებთ, რომ მეწყერმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა.  

მეტი...

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

მეტი...

ძლიერი წვიმა ქუთაისში – დაიტბორა სახლები

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დატბორვის შედეგად, წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე მდებარე სახლებში დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. დაიტბორა გზები და ტროტუარები.

მეტი...

გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივრო ვიდეორგოლის გადაღებასთან დაკავშირებით, 14 ივლისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება გიორგი ათონელის ქუჩისა და იტალიის ქუჩის კვეთიდან, გიორგი ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩების კვეთამდე. სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებიდან გიორგი ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით. ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით. ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელი…

მეტი...

სტიქია აჭარაში

ბათუმში ძლიერი წვიმა და ქარიშხალია. მოგლეჯილია ხეები, რომელიც მანქანებს დაეცა და გაჭყლიტა. დაზიანებული და დატბორილია გზები, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, ქუჩები. ვითარება უმძიმესია.

მეტი...

უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. დატბორილია გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხები და ღელეები. ადგილზე მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.

მეტი...

სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. 4000 მაცხოვრებლიან სოფელს დღემდე სტონატოლოგიური კლინიკა არ ჰქონდა. „დენტონი ბაუერი” დღეიდან როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს, მოზრდილებსა და ასაკოვნებს მოემსახურება.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აწი აღარ მოუწევთ სოფლიდან მცხეთასა და თბილისში ჩასვლა. „ძალიან ვწვალობდით, რომ ჩვენს სოფელში ერთი სტომატოლოგი არ გვყავდა. ძირითადად თბილისში გვიწევდა ჩასვლა. როგორია ღამე რომ კბილი აგტკივდეს და ვერაფერს აკეთებ, ამხელა გზაზე თბილისში რომ უნდა ჩახვიდე. კარგია, რომ სოფელი ძლიერდება, ყველაფერი უნდა იყოს სოფელში ხელმისაწვდომი. მოხუცებსაც ძალიან უჭირდათ აქედან თბილისში სიარული. ყველა მომსახურება ადგილზე გვექნება“ – ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ადგილობრივი პაციენტი. სტომატოლოგიურ…

მეტი...

გზების დეპარტამენტი – ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. „გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელ და არასწორ ფაქტებზე აგებულ სიუჟეტს. პირველ ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანიასთან…

მეტი...