უამინდობა კახეთში – თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს

გადაუღებელი თოვის გამო, დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. მოძრაობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

უამინდობამ  პრობლემები შექმნა ენერგო მომარაგების კუთხითაც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მსგავსი თემები