ძლიერი წვიმა ქობულეთში – სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები.

,,ქობულეთში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.

მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები,”- ნათქვამია ქობულეთის მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები