რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვზე – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხარკოვზე დაახლოებით ათი დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმა მოხდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. სინეგუბოვის ცნობით, დაღუპულია ოთხი პირი, კიდევ ორის ადგილსამყოფელი დგინდება, ასევე, არიან დაშავებულები.

არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ თავდასხმა მოხდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ერთ კომუნალურ საწარმოზე, რომელიც ქალაქს ამარაგებს.

 

მსგავსი თემები