„რაც შეეხება შოთაძის გადადგომის ფაქტს, ბატონმა ირაკლიმ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – უპასუხა ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ირაკლი შოთაძეს პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს. მან უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, შოთაძის პოსტიდან წასვლის მიზეზად, არის თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად პოლიტიკური მიზეზიც.
„გიპასუხეთ უკვე, არ არსებობს და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?! ადამიანმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა და ესეც მიუთითებს იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც განმსჭვალული არის ბატონი შოთაძე საკუთარი საქმიანობის მიმართ. მან აღნიშნა, საკუთარ განცხადებაში, რომ მისი მკურნალობა შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს და ამ ვითარებაში მას წარმოუდგენლად მიაჩნია საკუთარი საქმიანობის გაგრძელება. ეს არის და ეს”, – განაცხადა ბრეგაძემ.
ცოტა ხნის წინ შოთაძის გადადგომაზე ისაუბრა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და თქვა, რომ გადაწყვეტილება სანქციების შიშს უკავშირდება.
,,ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე” – ხაბეიშვილი შოთაძის გადადგომაზე