დაემუქრა თუ არა ევროკომისარი კობახიძეს?! – ვარჰეი აცხადებს, რომ სატელეფონო ზარი დამახინჯებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას ევროკომისარი დაემუქრა, ოლივერ ვარჰეი განცხადებას ავრცელებს. როგორც ევროკომისარი განმარტავს, მისი სატელეფონო საუბარი დამახინჯებით წარმოადგინეს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე მითითებით, მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლისთვის.

საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამემორჩილებინა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა.

კარგად გაცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პრო-ევროკავშირის განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმ მნიშვნელობის შესახებ, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრული არასწორი ინტერპრეტაცია.

მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი. ამას ვითხოვ ასევე, როგორც საქართველოს ცნობილი და აქამდე პატივცემული მეგობარი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ ევროპული მომავლისკენ,” – აცხადებს ევროკომისარი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ევროკომისარი დამემუქრა, ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები