ამინდი უარესდება – მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 მაისიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები